20-05-2023
„მიკა ვინოკუროვის რეპერტუარს არ ვიცნობდი, მოვუსმინე რამდენიმე ვიდეოკლიპს. პოლიტიკურად ოპოზიციური ქვეტექსტები აქვს.“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, რითაც რუსი მუსიკოსის, ისრაელის მოქალაქის, მიკა ვინოკუროვის საქართველოში სტუმრობას და მისი ქორწილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ანალიტიკოსის თქმით, ნაცსექტანტები უსრულებენ კრემლს დავალებას, რომ ჩაუშხამონ ქორწილი ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელიც უკრაინელების მხარეზეა. ესაა კრებსითი ხოშტარიების, ვაშაძეების, ხაბეიშვილების "მორალი"!
„მიკა ვინოკუროვის რეპერტუარს არ ვიცნობდი, მოვუსმინე რამდენიმე ვიდეოკლიპს. პოლიტიკურად ოპოზიციური ქვეტექსტები აქვს. და ამას უწყობენ აქციას უზნეო ნაცსექტანტები, უსრულებენ კრემლს დავალებას, რომ ჩაუშხამონ ქორწილი ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელიც უკრაინელების მხარეზეა. აი, ესაა კრებსითი ხოშტარიების, ვაშაძეების, ხაბეიშვილების, ბუღაძეების და სხვა ნაცშპანას "მორალი"! - Ау, вижу Москву и всю страну, что медленно тает (აუ, აი, მე ვხედავ მოსკოვს და მთელ ქვეყანას, რომელიც ნელ-ნელა დნება). - Как дважды два. Дальше падать уже некуда. Уже некуда. Хуже некуда. Хуже некуда ( როგორც ორჯერ ორი, არსად დარჩა დასაცემი, უკვე არსად. იმაზე უარესი ვიდრე ოდესმე). ეს შარშან იმღერა“- წერს გია აბაშიძე.