20-05-2023
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რუსი მუსიკოსის, ისრაელის მოქალაქის, მიკა (მოშე) ვინოკუროვის საქართველოში სტუმრობას ეხმიანება, რომლის ძმა, ალექსანდრე ლავროვის სიძეა და მის ირგვლი განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მიკა ვინოკუროვის სოციალურ გვერდს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ისრაელის მოქალაქე რუსეთის წინააღმდეგ დებს სტატუსებს, მაგრამ ჩვენი ოპოზიციისთვის ის მაინც ოკუპანტია.
„ამ ტიპს უწყობენ აქციას, ოკუპანტიაო... მდაა, რა საინტერესოა არა? ოფიციალური სოციალური გვერდიდან, უკრაინას უცხადებს მხარდაჭერას, რუსეთის წინააღმდეგ დებს სტატუსებს, მაგრამ ჩვენი ოპოზიციისთვის ის მაინც ოკუპანტია... თუმცა, ოკუპანტის ბუნებას ხოშტარიაზე კარგად ვინ იცნობს, ამიტომაც ლЯკა მიუხვდა მუხანათობას და ამხილა რუსი ოკუპანტი "პრო-უკრაინული" საფარით... ყოჩაღ ლЯკა, შენ ნამდვილად გეკუთვნის პრემია, რუბლებში აღარ, უფრო ჩინურ იენებში...“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.