გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილს: ზურგი აქციე საკუთარ ამომრჩეველს და გარედან მოთრეულ "ნარატივებზე" დასკუპდი... ვერც საზოგადოებრივ ამინდს ქმნი და პოლიტიკურ კარიკატურად იქეცი!

21-05-2023

"ასეთი იდიოტი და უპასუხისმგებლო როგორ უნდა იყო, ასეთი თანამდებობის მქონე ადამიანი, რომ ავიაკომპანიამ პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადოს?!", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.


მისი თქმით, პრეზიდენტს ეგონა, რომ მორალურად დაასანქცირებდა ავიაკომპანიას, მაგრამ პირიქით მოხდა.


"რა სამარცხვინო ბრძანდებით, ქალბატონო პრეზიდენტო ატყობთ? ასეთი იდიოტი და უპასუხისმგებლო როგორ უნდა იყო, ასეთი თანამდებობის მქონე ადამიანი, რომ ავიაკომპანიამ პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადოს?! ამ საცოდავს ეგონა, მორალურად დაასანქცირებდა კერძო კომპანიას და თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო. სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili თავი რომ ბადრიჯანი გგონია და ყაბაყადაც არ ვარგიხარ, ეგ მაგის ბრალია. ზურგი აქციე საკუთარ ამომრჩეველს და გარედან მოთრეულ "ნარატივებზე" დასკუპდი... ვერც საზოგადოებრივ ამინდს ქმნი და პოლიტიკურ კარიკატურად იქეცი!", - წერს ზურაბ ქადაგიძე.