გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022, ქართულ სტენდზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლეს

21-05-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძემ ქართულ სტენდზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლეს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და  სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. ბაქოშო, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2023, 10 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.


სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: აჩინებული, გემუანი, ანიგოზი, ბლუ გარდენი, ჯეო ნატურალი, National Delicacy, ოჯახური, ქვევრის ღვინის მარანი, კავკასუს ორგანიკ ფრუთსი და ფუდოლიზის პროდუქცია - ქართული კაკალი, მოცვი, სხვადასხვა სახის სუნელი, თაფლი, ჩირი, სუბლიმირებული ხილი, ორგანული წვენები და სხვა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულარიზაციის მასშტაბების და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის ზრდას.


„აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიულიპარტნიორია. სახელმწიფოს მხარდაჭერით, ჩვენი მეწარმეები და ფერმერები აქტიურად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენაში CASPIAN AGRO. მონაწილეთა უმეტესობა სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარი. ვფიქრობ, ისინი, გამოფენის ფარგლებში, კონტაქტს დაამყარებენ ახალ პარტნიორებთან და აითვისებენ ახალ ბაზრებს“, -განაცხადასოლომონ პავლიაშვილმა.


საერთაშორისო გამოფენას CASPIAN AGRO, ყოველწლიურად, 13,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 25 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 500-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. CASPIAN AGRO 2023 17 მაისს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდა.