გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სვიმონ მასხარაშვილი: ვინც საკითხს აყენებს ასე - „ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი”, ის ნიჰილიზმსა და შუღლს თესავს ქართულ საზოგადოებაში

21-05-2023

„ვინც საკითხს აყენებს ასე, რომ “ ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი…” ის ნიჰილიზმსა და შუღლს სთესავს ქართულ საზოგადოებაში და, შესაბამისად, პუტინური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!“ - ამის შესახებ ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მასხარაშვილი ფადი ასლისა და მის სტატუსის მომწონებელი ნაცების პასუხად წერს, რომ ან აფხაზეთ-სამაჩაბლოსთან ერთად რუსეთის კოლონიად გადაქცევა ანდა უაფხაზეთოდ ევროკავშირის წევრობა- არის ცრუ არჩევანი, რომელიც ვერასდროს იარსებებს:


„ოდიოზური ფადი ასლისა და მის სტატუსის მომწონებელი ნაცების პასუხად: ან აფხაზეთ-სამაჩაბლოსთან ერთად რუსეთის კოლონიად გადაქცევა ანდა უაფხაზეთოდ ევროკავშირის წევრობა- არის ცრუ არჩევანი, რომელიც ვერასდროს იარსებებს:


1. რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს იურიდიულად ევროკავშირი საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ამ პოზიციას აღარავინ შეცვლის სისხლის სამართლის დამნაშავედ და ძებნილად გამოცხადებული პუტინის სასარგებლოდ! შესაბამისად აფხაზეთ-სამაჩაბლოზე უარის თქმის გამო არათუ არ დავუახლოვდებით ევროპას, არამედ უფრო დავშორდებით!


2. რუსეთთან ინტეგრაცია ცხინვალს და აფხაზეთს ვერანაირად ვერ დაგვაბრუნებინებს, რადგან ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტთა გამღვივებელი სწორედ რუსი პოლიტიკოსები იყვნენ, რომელთა ცხოვრების წესი იყო და არის: გათიშე და იბატონე და რომელთა უსაყვარლესი იარაღიც დესტრუქციის ექსპორტია. ვინც საკითხს აყენებს ასე, რომ “ ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი…” ის ნიჰილიზმსა და შუღლს სთესავს ქართულ საზოგადოებაში და, შესაბამისად, პუტინური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!“ - წერს სიმონ მასხარაშვილი.