გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: ნაცურ ნარატივში ჯდება სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი და რეალურად გატესტვები მიდის ქართველი ხალხის ემოციების, დაუშვებენ და მიიღებენ თუ არა მესიჯს, რომ საქართველომ თავის სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკოს აფხაზეთისა და ცხინვალის რ

21-05-2023

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ემთხვევა.


მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამავდროულად არასწორ განცხადებებს ავრცელებს.


მისივე განმარტებით, ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთი საკითხებით არ არის დაკავებული.


„გუშინ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან, ხაზს ვუსვამ საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ ქორწილის მეორე დღე გადაიდო და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა ამას და მეორეს მხრივ, აირზენას გამოუცხადა ბოიკოტი.


რეალურად, ამის პარალელურად ხდება ის, რაც წეღან თქვენმა კოლეგამ მკითხა, გატესტვები მიდის ქართველი ხალხის ემოციების, დაუშვებენ თუ არა ისინი და მიიღებენ თუ არა მესიჯს იმის შესახებ, რომ საქართველომ თავის სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

ასეთი, გლობალური ბინძური გეგმების ფონზე, ქორწილის მეორე დღე გადაიდოო, აი ამ ნაცურ ნარატივში ჯდება სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი და ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს, ამავდროულად, არასწორს. მისი გაკეთებული განცხადება შეიცავს ტყუილ ინფორმაციას იმიტომ, რომ შეუძლებელია ვახტანგ გომელაურს მისთვის ეთქვა, რომ ის გადადებდა ქორწილის მეორე დღეს და ა. შ.


ასეთი საკითხებით გომელაური და შსს დაკავებული არ არის. მისი საქმეა საზოგადოების, მართლწესრიგის, უსაფრთხოების დაცვა და არა ქორწილების გადადება და გადმოდება. ასეთი რაღაც არ უთქვამს, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არასწორი ინფორმაცია გაახმოვანა პრეზიდენტმა და ასეთ რაღაცას შსს და მისი ხელმძღვანელი ან რომელი წარმომადგენელი ვერ იტყოდა.


ასეთ დეტალებზე კონცენტრირებით ასეთი გლობალური მავნებლური გეგმების შემოპარება მიდის, და ადამიანებზე, ახალგაზრდებზე ემოციებით ცდილობენ ასეთი თემების ერთმანეთში ჩახლართვას, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, და შემდეგ გადაფარვას და მავნებლობებს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.