გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა კალაძე: პარტიული შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება, რათა მოვისმინოთ მათი მოსაზრებები და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველა ინფორმაცია

21-05-2023

„ქართული ოცნების“ სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის ორგანიზაციების მიერ გამართულ კონფერენციებს პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე ესწრება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.


„განვაგრძობთ პარტიულ შეხვედრებს, სადაც რაიონული პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს ავირჩევთ. ეს პროცესი გაგრძელდება და გვინდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონში ჩავიდეთ და შევხვდეთ ჩვენს პარტიის წარმომადგენლებს. დღეს საუბარი გვექნება სხვადასხვა საკითხზე, გამოწვევაზე, რა არის გასაკეთებელი. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.