გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბულგარეთის დედაქალაქში მომიტინგეებმა მთავრობას უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და ევროკავშირის ოფისი წითელი საღებავით შეღებეს

22-05-2023

მედიის ინფორმაციით, ბულგარეთის დედაქალაქში მიტინგზე ევროკავშირის ოფისი წითელი საღებავით შეღებეს.


მომიტინგეებმა მთავრობას უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და წითელი საღებავი შეასხეს შენობას, სადაც ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები მუშაობდნენ. როგორც მედია იუწყება, აქცია ორგანიზებული იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და კრემლის მხარდამჭერი ადამიანების მიერ. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებს შორის სავარაუდოდ იყვნენ პარლამენტარებიც.


შემთხვევას გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა და განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.

„ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შენობა, სადაც განთავსებულია ევროპარლამენტის ოფისი, ვანდალების სამიზნე გახდა ადამიანებისგან, რომლებიც უკმაყოფილო არიან უკრაინის მიმართ ჩვენი პოზიციით. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაძლიერდება. ჩვენი ხმა, რომელიც გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, უფრო ხმამაღალი იქნება“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.


ცნობისთვის, ეს აქცია რიგით მეექვსე იყო, რომელიც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ბულგარეთის დედაქალაქში ჩატარდა, თუმცა პირველი შემთხვევაა, როცა აქცია ვანდალიზმით დასრულდა.