გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი "მარკეტინგს მიღმა" ჩატარდა

22-05-2023

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის სემინარი "მარკეტინგს მიღმა" ჩატარდა. შეხვედრას მარკეტერი გიორგი გოგეშვილი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს სტარტაპის დახვეწისა და განვითარების მიმართულებით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.


სემინარი მოიცავდა სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს, კერძოდ: წესები და სტრატეგიები, რომელთა არცოდნასაც ათიდან ცხრა სტარტაპი ეწირება; სხვაობა კარგ და წარმატებულ სტარტაპერს შორის; მომხმარებლის როლი და ბიზნეს-გეგმა თანამედროვე სამყაროში.


შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს ატარებს.