გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

1000-ზე მეტი დარეგისტრირებული უფროსკლასელი თიბისის განათლების პროგრამაზე

22-05-2023

თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით,ათი დღის განმავლობაში,1000-ზე მეტი უფროსკლასელი დარეგისტრირდა.

დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ დაიწყომე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული, საგანმანათლებლო პროგრამა.


მოკლე და გრძელვადიან კურსებზე დასასწრებად, პირველ ეტაპზე, 500 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც 24 მაისიდან ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას შეისწავლიან. პროგრამები მოიცავს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს.კურსების რაოდენობა, მათი შინაარსის მრავალფეროვნება და ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.


თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით.


ამ ეტაპისთვის გაზაფხული-ზაფხულის ნაკადი სრულად შევსებულია. კურსებზე მიღება შემოდგომიდან განახლდება.


აღნიშნული სასწავლო პროგრამების განხორციელებით, თიბისი მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.