გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ხუნდაძე: აფხაზეთი საქართველოა და საქართველო აფხაზეთისაა! ამ ერთობას არაფერზე ვცვლით!

23-05-2023

"ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა ხელისუფლებაზე ზეწოლით რომ ვერ შეძლეს საქართველოს ომში ჩართვა, ახლა საზოგადოებაში აღვივებენ ომის სურვილს, რომ აფხაზეთი ჩვენია და იმ სისასტიკეს სისასტიკით უნდა ვუპასუხოთ. ასეთი მტრული კამპანიით ქართველ ხალხში აღვიძებენ იმ ტკივილს, რაც გადავიტანეთ წლების წინ", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.


ხუნდაძე ეხმიანება აფხაზეთის დღეს და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ოპოზიციამ საშიში პიარკამპანია წამოიწყო აფხაზებსა და ქართველებს შორის სიძულვილის გაღვივების მიზნით.


"დღეს აფხაზეთობაა და მსურს, მივულოცო ეს დღე უპირველეს ყოვლისა, აფხაზებს და იქაურ მაცხოვრებლებს! ასევე, ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა იმ ქართველს, ვისთვისაც აფხაზეთი არაფერში იცვლება. ბოლო დღეებში, ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი საზოგადოების მხრიდან, გააქტიურდა საშიში პიარ-კამპანია აფხაზებსა და ქართველებს შორის სიძულვილის გაღვივების მიზნით. სოციალურ ქსელში გამოჩნდა იმ ახალგაზრდების ბლოგები, რომლებიც დაბადებულნიც კი არ იქნებოდნენ აფხაზეთის ომის დროს და გვიყვებიან ომის ქრონიკებს: როგორ აწამეს და დახვრიტეს აფხაზებმა ქართველები.


ყვებიან ყველაზე მტკივნეულ ამბებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს შორის მტრობის გასაღვივებლად. ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა ხელისუფლებაზე ზეწოლით რომ ვერ შეძლეს საქართველოს ომში ჩართვა, ახლა საზოგადოებაში აღვივებენ ომის სურვილს, რომ აფხაზეთი ჩვენია და იმ სისასტიკეს სისასტიკით უნდა ვუპასუხოთ. ასეთი მტრული კამპანიით ქართველ ხალხში აღვიძებენ იმ ტკივილს, რაც გადავიტანეთ წლების წინ. ხელისუფლება კი 11 წელია ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის კუთხით, ერთმანეთთან მისასვლელ მშვიდობიან გზებს ვეძებთ. ვმუშაობთ თითქმის ყველა მიმართულებით, რათა შევძლოთ მშვიდობით დავიბრუნოთ ერთმანეთი. ეს კი, როგორც ჩანს, ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების ინტერესებში არ შედის.


ამიტომ გამოიყვანეს წინა ხაზზე ახალგაზრდობა, რომელიც მხოლოდ სიძულვილს და მტრობას თესავს ჩვენს შორის. გარდა ამისა, უკვე ხმამაღლა გაიჟღერა იმ აზრმა, რომ თურმე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დავთმოთ. მსურს ამ ხალხის გასაგონად ვთქვა: არ გაბედოთ ვინმემ ამ აზრის კიდევ ერთხელ განმეორება! არ გაბედოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არჩევანის წინაშე დაყენება, თორემ ჩვენი პასუხი თქვენს მიმართ იქნება ძალიან მკაცრი. ქართველი ხალხი არ ცვლის აფხაზეთს და სამაჩაბლოს არანაირ დასავლურ ღირებულებებზე.


პირიქით, დასავლეთთან პარტნიორობა, ევროკავშირიც და ნატოც მხოლოდ დროებით დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად გვინდა. მივმართავ ახალგაზრდებს, არ აყვეთ თქვენი თანატოლების ნეგატიურ პიარ-კამპანიას ჩვენი მოძმე აფხაზების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში ასეთი სისხლიანი ქრონიკები იწერება, მაგრამ, ჩვენ უნდა ვეცადოთ ამ კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას.


თქვენს თანატოლ აფხაზებთან ერთად უნდა იპოვოთ საერთო ენა. ძალიან ბევრ ქართულ და აფხაზურ ოჯახში ომში დაღუპული წევრების ფოტოებია. მათ შორის, ჩემს ოჯახშიც, მაგრამ ჩემს შვილებს ყოველთვის სიყვარულით და მიტევებით განვაწყობ აფხაზების მიმართ. ჩვენ სხვა არჩევანი არა გვაქვს, გარდა ერთად ყოფნისა და ამ გზაზე დიდი მიტევებით, ძველი სიყვარულით და ახალი შეთანხმებებით უნდა ვიაროთ. აფხაზეთი საქართველოა და საქართველო აფხაზეთისაა! ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს", - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.ბით კანის ფესტივალის კინობაზრობაზე ორი