გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა

23-05-2023

ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა.

4 დღიანი ვიზიტის და პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ესტონური გამოცდილების გაზიარება მოხდა, რომელიც რეგიონულ დონეზე ციფრული სერვისების დანერგვას უკავშირდება.

გაეროს ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით, ესტონეთი მსოფლიოში მე-8 ადგილზეა, ხოლო ელექტრონული მმართველობის ინდექსით კი მესამე ადგილს იკავებს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტალინის მერიაში, ასევე, ელექტრონული მმართველობის აკადემიისა და ესტონეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით.