23-05-2023
მოდით გავერკვეთ, ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს? ხელისუფლება რომელიც ამ ურთულეს ვითარებაში ავად თუ კარგად მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს, თუნდაც ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების და საკუთარი პოლიტიკური რისკების ფასად, თუ ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია კოლიზიების და ქაოსის შექმნაზე? - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რაც უფრო მძლავრია დესტაბილიზაცია, მით უფრო მეტი ადამიანის სურვილია “ძლიერი ხელის” მიერ ქაოსის მომწყობი პირების მოთოკვა.
ექსპერტის განმარტებით, ასეთი მიდგომა სწორედ რუსეთს აქვს და შესაბამოსად, ოპოზიციის ქმედებებიც აღნიშნული ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
“მოდით გავერკვეთ, ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს? ხელისუფლება რომელიც ამ ურთულეს ვითარებაში ავად თუ კარგად მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს, თუნდაც ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების და საკუთარი პოლიტიკური რისკების ფასად, თუ ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია კოლიზიების და ქაოსის შექმნაზე? რაც უფრო მძლავრობს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია, მით უფრო მეტად უჩნდება სულ უფრო მეტ ადამიანს ნოსტალგია "ძლიერ ხელზე" "თავგასული დემოკრატების მოთოკვაზე," "რკინისებურ დისციპლინაზე" და ა. შ. ვისთან ასოცირდება ეს და სად ვხედავთ ამ ყოველივე ხომ ვიცით? ვიცით! მაშ ვის ინტერესებს ემსახურება ოპოზიციის ქმედებები? რ-უ-ს-ე-თ-ი-ს!” - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.