საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე. როგორც ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას გიორგი ბახტურიძე განმარტავს, პარლამენტს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რა შედეგის მომტანი იქნება მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია. მისი თქმით, სახელმწიფოს მოვალეობა ჯანსაღი ცხოვრების წახალისებაა, რაც ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებას შეამცირებს.
,,მარიხუანიას პირადი მიზნით მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ პირადი მოხმარების მოცულობად თუ განსაზღვრავთ იმ ოდენობას, რომელიც სხვა ადამიანების მოხმარებისთვის, მათ ჩასართავად და სხვა პირებთან ერთად გამოსაყენებლად იქნება დაშვებული, მაშინ ამ გზით მოხდება მარიხუანას მოხმარების წახალისება, რაც ნარკოტიკული ბუნებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მიყენებული ზიანის გამო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. რატომ ვერ წარმოადგინა მოპასუხე მხარემ ანუ პარლამენტმა მყარი მტკიცებულებები დეკრიმინალიზაციისა დალეგალიზაციის კუთხით რა შეიცვლება ქვეყნებში. საკმაო მტკიცებულებები დაგროვდა ლეგალიზაციის წინააღმდეგ, რომელიც დეკრიმინალიზაციის შემდგომი გზაა. ამ შემთხვევაში, ზღვარი გადის პირად მოხმარებასა და საზოგადო ინტერესს შორის, უფლების შეზღუდვის საკითხი დგება, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოცაღნიშნავს.მთავარი არის ის, რომ სახელმწიფომ რესურსები უნდა ჩადოს და ინვესტირება უნდა მოახდინოს ადრეული ასაკიდან ჯანსაღი ცხოვრების აღზრდის მიმართულებით და შექმნას ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემო, სადაც წახალისებული იქნება არა ნარკომანია და მემთვრალეობა, არამედ ჯანსაღი ცხოვრება. ამ შემთხვევაში, ბავშვები და ახალგაზრდები თავისი ინტერესისა და შესაძლებლობების მიხედვით იქნებიან დაკავებული ფიზიკურად და გონებრივად, შესაბამისად ნარკოტიკებზე მოთხოვნილება მათ შორის მარიხუანაზემინიმალური იქნება და ასეთი ადამიანები ისე, როგორც ეს ცივილურ ქვეყნებშია მიღებული დაკარგულადამიანებად ანუ ე.წ ლუზერად ითვლებიან ხოლმე. აუცილებელია, გაიშალოს ერთიანი ფრონტი მომავალი თაობების აღზრდისა და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება. "დაბოლებული" თაობებით კი ქვეყანას ვერ ავაშენებთ“ - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც სასამართლოში 2016 წლის 4 მარტს შევიდა.
წყარო: "გურია ნიუსი"