გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემი ხალხის დაცვა

24-05-2023

მინდა აგიხსნათ. თუ ჩვენ განვსჯით, ვთქვათ, ქვეყნის მუშაობას, მის დამსახურება უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ჩვენ ორივეს ვუსწრებთ წინ, ორჯერ, სამჯერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, თუ საუბარია მუშაობაზე, როგორ მუშაობენ ეს ქვეყნები, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია გეოგრაფიის გამო, მიმდინარე ოკუპაციის გამო.


„კვლავ ვიტყვი, რომ 20% კვლავ ოკუპირებულია. მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. არ მინდოდა ამაზე საუბარი.


უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა, სამოქალაქო და მერე 2008 წელს რუსეთთან. პატარა ერი, 4 მილიონიანი მოსახლეობით პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან.


ჩვენ რას ვაკეთებთ იცით, ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემი ხალხის დაცვა", - განაცხადა პრემიერმა.