გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამუშაო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით

24-05-2023

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გენადი კერძევაძემ და  სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა,   სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით   განხორციელებული, მიმდინარე  და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული   პროექტები.  

 

2012 წლიდან დღემდე, რეგიონში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 19,4 მლნ ლარის ღირებულების 35 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.  რეაბილიტაცია ჩაუტარდა 131 კმ საირიგაციო არხს, შეკეთდა 4 სათავე ნაგებობა და 11 სატუმბი სადგური.შედეგად, მიწის ფართობი, რომელიც რეგულარულად მოირწყვება  11465 ჰექტრამდე გაიზარდა, წყლით უზრუნველყოფა    1690 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა.

 

სამუშაო შეხვედრა  სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი  მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.