გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: გივი თარგამაძე პოლიციის მანქანების დაწვისკენ მოუწოდებს, ხოლო გიორგი მშვენიერაძე მიტინგზე პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ინსტრუქციებს იძლევა - ნეოშულავერის "კომიტეტჩიკებო", რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ

24-05-2023

ნაცსექტის სამარცხვინო "ლუზერები" კიდევ ერთხელ აყიყინდნენ ე.წ. მშვიდობიან პროტესტზე. ეჭვი მეპარება, რომ ტოტალურად გაუნათლებლის გარდა, ვინმე იჯერებდეს ამ უგვანოთა პატრიოტულ, არაძალმომრეობით ზრახვებზე - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გივი თარგამაძის მიერ ტვ პირველში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში პოლიციის ერთი მანქანა დაიწვა მაშინ, როცა ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ.

 

აბაშიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია მარგინალობის რეკორდულ ნიშნულზეა, თუმცა, საგარეო სპონსორებისგან დაფინანსების მოლოდინში იმედს მაინც არ კარგავენ.

 

„ნაცსექტის სამარცხვინო "ლუზერები" კიდევ ერთხელ აყიყინდნენ ე.წ. მშვიდობიან პროტესტზე. ეჭვი მეპარება, რომ ტოტალურად გაუნათლებლის გარდა, ვინმე იჯერებდეს ამ უგვანოთა პატრიოტულ, არაძალმომრეობით ზრახვებზე. გივი თარგამაძე პოლიციის მანქანების დაწვისკენ მოუწოდებს, ხოლო გიორგი მშვენიერაძე TikTok-ში, მიტინგზე პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ინსტრუქციებს იძლევა. ნეოშულავერის "კომიტეტჩიკებო", რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ! ტყუილად ფართხალებთ მორიგი ე.წ. რევოლუციის მოლოდინში. მარგინალობის რეკორდულ ნიშნულებზე არიან და მაინც იმედიანად არიან. ცხადია, საგარეო სპონსორების მორიგ "ინექციებს" ელიან. თუმცა, ფუჭია ობსტრუქცია, როცა თითით საჩვენებელი, დასაცინი "აუტსაიდერი" ხარ“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.