გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: ყოველწლიურად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ხდება სხვადასხვა თემების მიხედვით - 2022-ში - ევროპისკენ, 2017-ში - შოთა რუსთაველი, წლევანდელია - თავისუფლება

24-05-2023

2011 წლის 26 მაისს, ორ გვამზე და სისხლით მორწყულ რუსთაველზე მოზეიმე ნაცრეჟიმის უზნეო აპოლოგეტები აკრიახდნენ, რომ თურმე წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ევროკავშირის დროშების გარეშე ხდება - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, რეალობა ისაა, რომ ყოველწლიურად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ხდება სხვადასხვა თემების მიხედვით. 2022-ში - ევროპისკენ, 2017-ში - შოთა რუსთაველი, წლევანდელია - თავისუფლება.


„2011 წლის 26 მაისს, ორ გვამზე და სისხლით მორწყულ რუსთაველზე მოზეიმე ნაცრეჟიმის უზნეო აპოლოგეტები აკრიახდნენ, რომ თურმე წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ევროკავშირის დროშების გარეშე ხდება.


მორიგ მავნებლურ სიცრუეს ატირაჟირებენ მეტწილად გაუნათლებელნი და მათ ნიშაში სამარცხვინოდ ჩავარდნილი განათლებულნი. რეალობა კი ისაა, რომ ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ხდება სხვადასხვა თემების მიხედვით. 2022-ში - ევროპისკენ, 2017-ში - შოთა რუსთაველი, წლევანდელია - თავისუფლება.


თუმცა, არაა გასაკვირი იმ ბოროტი მარგინალების მხრიდან, რომლებიც დედაქალაქის მთავარ საახალწლო სლოგანებს - „მშვიდობით სავსე ქალაქსა“ და „სიცოცხლით სავსე ქალაქს“ დუჟმორეულნი აპროტესტებდნენ. ნაცსექტანტებო, გააგრძელეთ მორიგი უაზრო ისტერია, სხვა არაფერია გაქვთ არც პერსპექტივაში და არც მომავალში!“ - წერს გია აბაშიძე.