24-05-2023
იმ ფეიკ-ევროპელებს, რომლებიც შფოთვენ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა არ არისო, ვერანაირად ვერ აუხსნი,რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყოველ წელს სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა ეძლევა - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, შარშან თემა იყო "ევროპისკენ", წელს არის "თავისუფლების სიყვარულისთვის".
"იმ ფეიკ-ევროპელებს, რომლებიც შფოთვენ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა არ არისო, ვერანაირად ვერ აუხსნი, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყოველ წელს სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა ეძლევა.
მაგალითისთვის ვიტყვი, რომ შარშან თემა იყო "ევროპისკენ", 2017 წელი ეძღვნებოდა რუსთაველის 850 წლის იუბილეს "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ", წელს არის "თავისუფლების სიყვარულით".
აბა დაფიქრდით როგორ უნდა აუხსნა ცალ ფეხზე მდგომ, შიშველ-უკანალიან მონებს, თუ რას ნიშნავს თავისუფლების სიყვარული იმ ხალხისთვის, რომლებიც რუსთაველის ქვეყნიდან არიან. და ბოლოს - მართლა მაინტერესებს რა შუაშია 26 მაისს ევროკავშირის დროშა. ახლა არ მითხრათ - იქეთ მივისწრაფვითო. ერთხელ ხრუშჩოვმა თქვა - კომუნიზმი ჰორიზონტზეა და იქეთ მივისწრაფვითო. არადა ამ ოხერი ჰორიზონტისკენ რა სისწრაფითაც არ უნდა მიისწრაფვოდე, იმ სისწრაფვით დაგშორდება" - წერს გაბრიჭიძე Facebook -ზე.