გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მაკა ბოჭორიშვილი: პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით... ყოველ წელს ბანერები თემატიკის მიხედვით იდგმება

24-05-2023

პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით საქართველოს დღესთან დაკავშირებით - ამის შესახებ „იმედი LIVE”-ში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმს განაცხადა.

 

მისი თქმით, ყოველ წელს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული.

 

„ძალიან უცნაური მორიგი კამპანია წამოიწყეს სოციალურ ქსელებში. არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით საქართველოს დღესთან დაკავშირებით რომ იყოს პარლამენტის შენობაზე. პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის. რაც შეეხება იმას, რომ დღეს თბილისი საქართველოს დროშის ფერებშია გაფორმებული და საქართველოს დღის საზეიმოდ ვემზადებით, მე მხოლოდ მახარებს, რატომ წყინთ, არ ვიცი.

 

ყოველ წელიწადს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული, ასე მახსოვს მე, ასე ახსოვს ალბათ საზოგადოებას და ამაში მე ვერაფერს ვერ ვხედავ, თუკი საქართველოს დღეს საქართველოს ფერებში ვიზეიმებთ და ასე აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.