გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქართველი მეღვინე ქალების მორიგი წარმატება ლონდონში

25-05-2023

ქართველი  მეღვინე ქალები ლონდონში საკუთარ პროდუქციას ღვინის ეროვნული სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგენენ. ღონისძიება ბრიტანელი ღვინის მაგისტრის სარა ებოტის ორგანიზებითტარდება.


ქართულიღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლონდონში 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იმართება, რომლის ფარგლებშიც, 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციას ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები, დარგის ადგილობრივი ექსპერტები და ღვინის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები ეცნობიან.


ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართაბრიტანულ-ქართული სავაჭრო ჰაბის ორგანიზებით, რომელსაც 70-ზე მეტი მოწვეული სტუმარი დაესწრო;ამასთან ერთად, მეღვინე ქალბატონებმა თავიანთი ღვინის პრეზენტაცია ლონდონში მდებარე ორ სხვადასხვა ღვინის ბარში ჩაატარეს.


საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, სადაც ასევე იქნება წარმოდგენილი ქართველი მეღვინე ქალების პროდუქცია.


ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი აქტივობების განხორციელებას, მათ შორის, ქართველი ქალი მეღვინეების საქმიანობის ხელშეწყობას, რაც ემსახურება დარგის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით.