გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ComCom-მა "ბი-ემ-ჯი" სპონსორობის წესის დარღვევისთვის გააფრთხილა

25-05-2023

კომუნიკაციების კომისიამ "ბი-ემ-ჯი" სპონსორობის წესების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. 2023 წლის აპრილში, ComCom-მა მაუწყებლის ეთერში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევები. კერძოდ, სპონსორზე მითითება შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას, ასევე, მის სპეციალურ მახასიათებლებზე, ნიშანთვისებებსა და უპირატესობებზე ხაზგასმას.


გამომდინარე იქედან, რომ ტელეკომპანია "ბი-ემ-ჯი"-ს მიერ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი შინაარსის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.