გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში, გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტი მერი ვახტანგ მაისურაძე გაეცნო

25-05-2023

ქალაქ კასპში, გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების - ასფალტის მეორე ფენის დაგების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აჩიკო გიგოლაშვილი გაეცნენ.

 

ქუჩაზე მოეწყო რკინა ბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ბეტონის ბორდიურები, ეზოში შესასვლელები.

 

619 გრძივი მეტრი ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ჩაგელა“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 293 484 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.


„ქუჩით მოსარგებლეები გადაადგილებას მალე მოწესრიგებული ქუჩით შეძლებენ, რომელიც მანამდე დაზიანებული და არაკომფორტული იყო “ - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.