გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა მორიგ ჯგუფს უმასპინძლა და მათ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია პირადად მიაწოდა

25-05-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი შეხვედრა გამართა, მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ და პედაგოგებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების არსი და მიზნები განუმარტა.

 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა:  პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დახვეწა, მასწავლებელთა გამოცდები, სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესება, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობა და სხვა.

 

გიორგი ამილახვარის ინიციატივით, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მასწავლებლებთან  შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.