გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მამუკა ბახტაძე: კანაფის მოხმარების შესახებ ახალ სამართლებრივ რეალობას ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება

9-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე კანაფის მოხმარების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
ბახტაძის თქმით, შესაბამის უწყებებს ნარკომანიის სენით დაავალდებულ პირთა მკურნალობისა და რეალიბიტაციის უზრუნველყოფის მიზნით პროგრამების დაგეგმვა დაევალება.
„კანაფის მოხმარების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შექმნა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება. როგორც მთავრობის მეთაურს, მიმაჩნია, რომ ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა იყოს დაცული უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე, ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოზარდების ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. 
ამასთან, იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა, მათ შორის პარლამენტის აქტიური ჩართულობით შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავალდებულ პირთა მკურნალობისა და რეალიბიტაციის უზრუნველყოფის ქმედითი პროგრამები“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.