გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა ბახტაძე: სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია

9-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაუჭერს თუ არა „ქართული ოცნება“ მხარს სალომე ზურაბიშვილს, ამის შესახებ გუნდში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
ამის შესახებ ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
„როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამიტომ, მე მის პოლიტიკურ განცხადებას ვერ შევაფასებ. 
ჩემი პირადი აზრი ამ საკითხზე კი არის ის, რომ რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი“- განხადა ბახტაძემ.