გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ყაზბეგში, აგვისტოში პირველი თოვლი მოვიდა

9-08-2018

ყაზბეგის მეტეოზე პირველი თოვლი მოვიდა. ნაადრევად მოსული თოვლის ამსახველ ფოტოსურათებს facebook-ის პირად გვერდზე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, გიორგი გომიაშვილი აქვეყნებს.   

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 9 აგვისტოდან 12 აგვისტომდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

მათი ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.



IPRESS.GE