გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ბინა საჭიროების გამო გავასხვისეთ, ახლახან, თავდაცვის სამინისტრომ კვლავ შემოგვთავაზა ბინის გადმოცემა“ - გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

26-05-2023

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და განმარტავს, რომ ბინა, რომელიც 2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ გადასცა, საჭიროების გამო გაასხვისეს, ახლახან კი თავდაცვის უწყებამ მის ოჯახს კვლავ შესთავაზა ბინის გადაცემა. 

„არასოდეს ვსაუბრობ ადამიანებთან ჩემს მატერიალურ მდგომარეობაზე. არიან ადამიანები, ვინც მხარში მიდგანან. თავს მარტო არ ვგრძნობ. ჩემი ეზოს მსგავს ეზოში თბილისში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. 2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ. ახლახან, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა. სხვა ეზოშიც მექნება შესაძლებლობა გიმასპინძლოთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბოა, რომელსაც გიორგის კოლეგებს შორის ვგრძნობ სამსახურში” - წერს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე FACEBOOK -ზე.