გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: დიასპორის დღის აღნიშვნით, შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა, მოვახდინოთ კომუნიკაცია უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან

27-05-2023

„ყოველ წელს დიასპორის დღის აღნიშვნით, შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა, მოვახდინოთ კომუნიკაცია უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან და ხაზი გავუსვათ მათი ჩართულობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პაპუაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” გამოსვლისას განაცხადა.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ მხრივ, ბოლო წლებია დიდი ყურადღება ექცევა ქვეყნიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით წასულ ჩვენს მოქალაქეებს და იმას, რომ მჭიდრო კავშირი დამყარდეს ჩვენს მოქალაქეებთან და რაც მთავარია, შენარჩუნდეს ეს მჭიდრო კავშირი.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტი არის ძალიან აქტიური, დღესაც კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება შეერთებულ შტატებში და იქ აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და დიასპორის დღეს.


„მნიშვნელოვანია, რომ უშუალო კონტაქტი და კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს დიასპორელებთან და ამას ძალიან ვახალისებთ. მეც პირადად, როდესაც მაქვს ვიზიტები, ყოველთვის ვცდილობ, შევხვდე ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. მინდა აქედან კიდევ ერთხელ მივესალმო ესპანეთში, პორტუგალიაში, მალტაში, იტალიაში, ნორვეგიაში, დანიაში ჩვენს დიასპორებს, სხვა ქვეყნებშიც სადაც მათ შევხვდი. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს გვქონდეს სხვადასხვა მოსაზრების გაცვლა, ვინიდან დიასპორაც სხვადასხვაა. სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა გამოწვევა, არიან სხვადასხვანაირად ორგანიზებული და ამას ჩვენი მხრიდან წახალისება სჭირდება.


მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც სტრუქტურაში მოაქცია, ან გარკვეული ფორმა მისცა საკვირაო სკოლების საკითხს იმისთვის, რომ სათანადო ლიტერატურა შექმნილიყო, ჰქონდეთ ლიტერატურის შესამაბისი მარაგი, მინდა მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს, ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ეკლესია არის ბუნებრივად ის ადგილი, სადაც ჩვენი დიასპორელები ერთიანდებიან, რის გარშემოც ერთიანდებიან, ვინაიდან ისინი ერთმანეთს ხვდებიან და ამ შეხვედრების, წირვაზე დასწრების პარალელურად იქმნება შემდეგ იდეები ერთად ყოფნის, საკვირაო სკოლის ჩამოყალიბების და სხვა აქტივობების განხორციელების. ამიტომ, ზუსტად ასეთ პროექტებს მოაქვს განსაკუთრებელი სარგებელი ჩვენი დიასპორისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.