გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ორ დღეში გორის ვეტერინალურ კლინიკაში 4 დასახიჩრებული ძაღლი და 1 ნაწამები კნუტი მიიყვანეს

14-08-2018

გუშინ, გორის ვეტერინალურ კლინიკა ,,მარკოში" ავტომანქანების დაჯახების შედეგად დასახიჩრებული ოთხი ძაღლი მიიყვანეს. დღეს კი, ერთი კნუტი, რომელსაც ორი კიდური მოჭრილი აქვს.

კლინიკის ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ყველა მათგანი კლინიკაში გამვლელმა მოქალაქეებმა მიიყვანეს. ამათგან, ზოგი უშუალოდ თვითმხილველი აღმოჩნდა ფაქტის.

,,საშინელი მდგომარეობაა ქალაქში. ამდენი რაოდენობის დასახიჩრებული ცხოველი ერთ დღეში სწორედ ამის მანიშნებელია.  მიზეზი ერთის მხრივ შეიძლება იყოს მანქანების დიდი რაოდენობა. ასევე, სადისტი მძღოლების დამოკიდებულებაც. შეიძლება ეკლესიასთან ისეთი სიჩქარით მიდიოდე, რომ ძაღლი გაიტანო? იქ ე.წ. ბუგაროვკებია." - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

მისი განმარტებით, მოქალაქეების გააქტიურების ტენდეცია სახეზეა. ,,როგორც ჩანს, ასეთ ფაქტს გულგრილად არავინ ტოვებს. სწორედ, გამვლელების წყალობით, მოიყვანეს კლინიკაში ცხოველები. რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით მძღოლებზე. ეჯახებიან და ტოვებენ." - განმარტავს ირმა მთიულიშვილი.

მიუსაფარი ცხოველების პოპულაცია ქალაქში კვლავაც შესამჩნევია. რამდენიმე ქუჩაზე განსაკუთრებით მდედრი ცხოველები კვლავაც გასასტერილებელია. მთიულიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც ადგილი ექნება ასეთ შემთხვევებს.


"შიდა ქართლი"