გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: საქართველოსთან მიმართებით ჩვენი დასავლური "საპარტნიორო" ველიდან არაოფიციალურ სანქციებს დიდი ხანია აქვს ადგილი და არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით

28-05-2023

"დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საბანკო სისტემა "Barclays"-ის და ბრიტანეთის დანარჩენი ბანკების მხრიდან ეს ანტიქართული სანქციები დიდი ხანია შემოღებულია "online" გადარიცხვების სფეროში", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, საქართველო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან უკვე კაი ხანია დასანქცირებულია.

 

"საქართველოსთან მიმართებით ჩვენი დასავლური "საპარტნიორო" ველიდან არაოფიციალურ სანქციებს დიდი ხანია აქვს ადგილი და არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საბანკო სისტემა "Barclays"-ის და ბრიტანეთის დანარჩენი ბანკების მხრიდან ეს ანტიქართული სანქციები დიდი ხანია შემოღებულია "online" გადარიცხვების სფეროში. თუ თქვენ ხართ "პრაიდ-ჩატარებული" და "სტატუს-მინიჭებული" მოლდოვა - no problem.

 

ასევე, თუ ხართ "სანიმუშო დემოკრატიული" მართველობის მქონე ცენტრალური აზიის რეგიონი - რა პრობლემაა. რა პრობლემაა, თუ თქვენ ხართ რუსეთთან პირდაპირი ავიაფრენების მქონე აზერბაიჯანი ან სომხეთი, მაგრამ! თუ თქვენ ხართ საქართველო (ან ალჟირი, ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, ეთიოპია, ნეპალი, ურუგვაი, ფოლკლენდის კუნძულები) - მაშინ დიდი ბოდიში. ეს არის მორიგი, ორმაგი სტანდარტის დამადასტურებელი ფაქტი. "Nothing personal just business"?" - წერს დავით ქართველიშვილი.