გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შალვა პაპუაშვილი - არ მინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდე - ერთს ვისურვებდი: ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ფორმა, ტრადიცია

28-05-2023

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ბრიუსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით იქნება განმსჭვალული და არა ამ პროცესის შეფერხებით.


„მისი გამოსვლის შინაარსს წინასწარ ვერ განვჭვრეტ. იმედი მაქვს, ახლა ამ განსაკუთრებულ მომენტში, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც განმსჭვალული იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით და არა პირიქით, რომ რამენაირად შეფერხდეს ეს პროცესი“,- განაცხადა პაპუაშვილმა. მან ხელისუფლების მისამართით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებები არ შეაფასა.


„არ მინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდე. უბრალოდ, ერთს ვისურვებდი, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ფორმა, ტრადიცია. ის, თუ აღლუმზე რა განწყობა არის და რა განწყობის უნდა იყოს, მათ შორის გამოსვლები. ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, აღმატებული განწყობა, როდესაც გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ჯარის, ახალწვეულების წინაშე, რომლებიც ფიცს დებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ დროს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართვაც სწორედ ამ სულისკვეთებით იყოს განმსჭვალული. ეს არის საზეიმო დღე და შესაბამისი შინაარსი და ფორმა უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.