გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს“ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას - „ქართული ოცნება“

29-05-2023

„ქართული ოცნება“ ულოცავს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას, - ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის ფეისბუკგვერდზე.


„თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში და ეს თავის მხრივ არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა.

საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის.


გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა,

რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება“, - აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.