გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ComCom-ის მედიალაბში სემინარი "სტარტაპის დაწყება" ჩატარდა

29-05-2023

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი "სტარტაპის დაწყება" ჩატარდა. შეხვედრას იურისტი გეგა აბაშიძე გაუძღვა და მონაწილეებს სტარტაპის დაფუძნების სამართლებრივი და იურიდიული საკითხების შესახებ, საერთაშორისო ბაზარზე მიღებული გამოცდილება გაუზიარა.


შეხვედრაზე განხილული იყო კომპანიის დაარსების პროცედურა საქართველოში, მისი გადატანის გზები ამერიკის ბაზარზე, სტარტაპისთვის საჭირო სამართლებრივი საკითხები, ინვესტიციის მოზიდვისას გასათვალისწინებელი იურიდიული ასპექტები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.


შეგახსენებთ, რომ მედიალაბი სტარტაპერების მხარდასაჭერად უკვე მეხუთე წელია ლექციებსა და სემინარებს ატარებს.