გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მოხალისეთა ორგანიზაციები თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს დადებითად აფასებენ

29-05-2023

მოხალისეთა ორგანიზაციები თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს დადებითად აფასებენ. ახალი კოდექსის მიხედვით, სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივ ორგანიზაციებს საჭირო ინფრასტრუქტურული, მატერიალური და ადამიანური რესურსით დაეხმარება. ასევე, მოხალისეზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური გარანტიები.


ამჯერად, სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა თავდაცვის სფეროში მოხალისეთა კოორდინაციისთვის შესაქმნელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურა წარადგინეს.


თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა კი, მოხალისეთა ორგანიზაციის წევრებს სსიპ-ის ვებ-საიტის პროექტი გააცნეს.


პრეზენტაციის შემდეგ ორგანიზაციების წევრებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს. მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს დადებითი შეფასება მოჰყვა.

თავდაცვის სამინისტროსა და მოხალისე ორგანიზაციებს შორის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.