გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გაერთიანებული სამეფოს პორტსმუთის უნივერსიტეტის ლექტორი და ასოცირებული ხელმძღვანელი დოქტორი ლეა ფოქსი ეწვია

29-05-2023

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა გაერთიანებული სამეფოს პორტსმუთის უნივერსიტეტის ლექტორსა და ასოცირებულ ხელმძღვანელს - დოქტორ ლეა ფოქსს უმასპინძლეს. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი - იგორის კრჟეჩკოვსკისი.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  სტუმრები საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს გაეცნენ. მხარეებმა ისაუბრეს ფინანსური დანაშაულის გამოძიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის ტრენინგებში ჩართულობის მნიშვნელობაზე.


მხარეებმა მზაობა გამოთქვეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით კოორდინაციის გააქტიურებაზე და  სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.