გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

14-08-2018

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის,  ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის პასუხი  ცნობილია.  ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კობაური ჯანმრთელია.

 

მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობახიძის  განცხადებით, კოლეგიამ შეაფასა, რამდენად ფსიქიკურად გაწონასწორებულია კობაური. მისივე თქმით, კობაურს მას სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში დღესვე გადაიყვანენ.

„კოლეგიამ შეაფასა იგი, თუ რამდენად არის ფსიქიკურად გაწონასწორებული ადმაიანი. აქვს თუ არა რაიმე  ფსიქიკური პრობლემები მას. ამით ამოიწურა აღნიშნული კვლევა.  კობაურს დღესვე მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. ექსპერტებთან ზეპირსიტყვიერი გასაუბრებიდან, ფაქტობრივად, შესაძლებელია გადაჭრით ითქვას, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ბატონი  კობაური არის ჯანმრთელი. დარწმუნებული ვარ, ზეპირსიტყვიერი ნათქვამი წერილობითაც აისახება, რომ იგი არის ჯანმრთელი“-განაცხადა კობახიძემ.

კიდევ ერთი უფლებადამცველის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, კობაური უდანაშაულოა, რასაც დრო უცილბლად აჩვენებს.

„ერთი მხრი, უდანაშაულობა მტკიცების საგანია ამ კუთხით.  დღეს ჩვენ ვიკვლევთ, ხომ არ არის სახეზე ბრალის გამომრიცხველი გარემოება შერაცხადობის კუთხით, თორე, რა თქმა უნდა, ეს ადმაიანი არის უდანაშაულო  და ამას უკვე შემდეგ დრო გვიჩვენებს“- განაცხადა მამულაშვილმა.

 

შეგახსენებთ, 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში, საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.  მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს და მას  11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.