გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"ბავშვებს ურეკავს და აიძულებს ცხოვრება სუიციდით დაასრულოს"-რას ჰყვება რუსთაველი ბიჭი საშიში თამაშის შესახებ

15-08-2018

თუ მომხმარებელი სოციალურ ქსელში აღნიშნული ფოტოთი და სახელით momo გიმატებთ ეცადეთ არ დაიმატოთ. თუ მაინც დაიმატეთ ეცადეთ მას WhatsApp-ით არ დაუკავშირდეთ. თავდაპირველად საუბარს იწყებს უწყინარი ტექსტებით, მოგიკითხავთ, იწყება თქვენთან კონტაქტის დამყარება, შემდეგ გიგზავნით თქვენ შესახებ პირად ინფორმაციას.

ჩვენთვის დანამდვილებით უცნობია არსებობს თუ არა საფრთხე, აქვე გავახმაურებთ ერთერთი რუსთაველის, 16 წლის ბიჭუნას წერილს რომელიც მან "ინფო რუსთავს მიწერა - "ბავშვებს ურეკავს და აიძულებს ცხოვრება სუიციდით დაასრულოს. მან იცის იმ პიროვნებაზე ვისაც ურეკავს და შეტყობინების სახით საშინელ სიგნალს უგზავნის".

ვიდეო ბლოგერები კი შემდეგს ჰყვებიან - "ყველაფერი დაიწყო ასე, პირს რომელმაც ვირუსულად გაავრცელა სოციალურ ქსელში პოსტი და დახმარება ითხოვა ათასობით ადამიანმა დაურეკა. აღნიშნულმა ადამიანმა ხაკერული გზით მოიპოვა ყველა იმ ადამიანის მობილურზე წვდომა ვინც დაურეკა. შემდეგ დროდადრო უგზავნიდა მისივე გადაღებულ მობილურში არსებულ ფოტოებს და აშანტაჟებდა. აღნიშნული ქმედება დაახლოებით 1 წელი გაგრძელდა, შემდეგ კი შესაბამისმა სამსახურებმა მიაგნეს პირს რომელიც მომოს სახელით წერილებს და ფოტოებს აგზავნიდა და დააკავეს. მას შემდეგ მისი სახელით ფეიქ ექაუნტები იწერებიან".

"ინფორუსთავი"