გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება

30-05-2023

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც აქვს ორი ძირითადი მიზეზი - პირველ რიგში, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება და მეორე - ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უმძიმესი შედეგები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. „დემარშით“ პრაქტკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის, რაც ერთგვარი სიურპრიზი იყო.


„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როგორც რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი - პირველ რიგში სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება და მეორე - ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის უმძიმესი შედეგები.


ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როდესაც სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ამას ვერ გავაკეთებდით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.