30-05-2023
ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა იყო კიდევ ერთხელ გამორჩეული ყველა გამომსვლელთა შორის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა
მისი თქმით, პრემიერის გამოსვლიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, იყო ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი.
„ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა იყო კიდევ ერთხელ გამორჩეული ყველა გამომსვლელთა შორის და ერთ-ერთი ნიშანდობლივი საკითხი რაზეც მან ყურადღება გაამახვილა და რაც ასევე მინდა, რომ ავღნიშნო, ეს არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი და ვარ შეიძლება, ჩვენი აზრები იყოს გაყოფილი", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.