გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

197 307 ლარი ერთ წელიწადში - როგორია ცესკოს თავმჯდომარის ქონებრივი მდგომარეობა

15-08-2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თამარ ჟვანიას 2017 წლის 27 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წინა წლის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე - 197 307,8 ლარი შეადგინა. 
"მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აქედან თანამდებობრივი სარგო 101 598 ლარი იყო. ამასთან, ”მედიატორის” ცნობით, თამარ ჟვანიამ პრემიის სახით 31 900 ლარი აიღო, მისმა დანამატმა კი 63 810 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ლექტორობისას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2016 წლის 15 თებერვლიდან 31 ივლისის პერიოდში, ჟვანიამ 

შემოსავლის სახით - 1 050 ლარი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი 1 თვეში - 540 მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა ქონებას ფლობს ცესკო-ს თავმჯდომარე. დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჟვანია ფლობს 116.10 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში. 

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში  სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 32,71 დოლარი, 466,05 ევრო, 13 661,16 ლარი;  ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 5 000 დოლარი ჰქონდა. 

თამარ ჟვანიას ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. მისი მეუღლე ფლობს 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დუშეთში და იმავე ტერიტორიაზე 600 კვ. მეტრი ფართობის 

მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი - Lexus GX. დეკლარაციის შევსების მომენტში ჟვანიას მეუღლეს საბანკო ანგარიშზე - 143,15 ლარი ჰქონდა. 

მიხეილ ყაველაშვილის წლიურმა შემოსავალმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED-ში - 16 260,75 ლარი შეადგინა. რაც შეეხება შვილებს, დეკლარაციის თანახმად, ჟვანიას ვაჟი ფლობს მსუბუქ ავტომობილს Mercedes E 350-ს.

bpn