გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ

30-05-2023

„ეს არის უკვე მეორე დემარში ბოლო სამი თვის განმავლობაში", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალა" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით.


მისი თქმით, ელჩებმა პირველად მიმდინარე წლის 27 თებერვალს გამოთქვეს შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.


„ზუსტად თვენახევარში ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ფალსიფიკაცია და არანაირი საფუძველი შეშფოთებას არ ჰქონდა, თუმცა ამის შემდეგ ელჩებისგან არც ბოდიში მოგვისმენია ქართული საზოგადოების წინაშე და არც სინანული იმის გამო, რომ ისინი იქცნენ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად.


გუშინ ელჩებმა გამოთქვეს წუხილი, რომ აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის და პრაქტიკულად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდეს. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, მნიშვნელოვანია არა , ვთქვათ, საქართველო რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება ან ის ფაქტი, რომ ეს ფრენები არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად, არამედ აბსტრაქტული და პირადად ჩემთვის გაუგებარი პოლიტიკური არსი. ცუდი ის არის, რომ მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ და სხვადასხვა კრიტერიუმები აქვთ თავიანთი ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის", -განაცხადა სოზარ სუბარმა.