გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: ვმუშაობთ 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსით სარგებლობენ, საქართველოს არ მიეცა ეს სტატუსი

30-05-2023

ჩვენ ვმუშაობთ 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე. უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსით სარგებლობენ, საქართველოს არ მიეცა ეს სტატუსი. როგორც განვმარტეთ ბევრჯერ, ეს იყო ბონუსი მოლდოვასა და უკრაინისთვის, ძალიან გვიხარია მათი სახელით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.


მოდერატორის მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე დასმულ კითხვაზე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:


„რატომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც უკვე გადაიჭრა, ეს კანონპროექტი გაწვეული იქნა, დავხურეთ თავი, ამიტომ აქცენტი გავაკეთოთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, ეს იყო ინიციატივა, რომელიც სხვა ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ევროპარლამენტში იქნა განხილული, მსგავსი კანონის მიღება, მაგრამ არ მინდა დეტალებში შევიდე, არც სპეკულაციები მინდა ამაზე. იყო ეს ინიციატივა და ჩვენ გავიწვიეთ, გავითხოვეთ ეს კანონპროექტი, ეს თავი დახურულია.


მინდა საუბარი წარვმართო უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხზე, რაც არის შემდგომი ნაბიჯები ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,"- განაცხადა პრემიერმა.