გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს რუსთავის სასტუმროს ატოვებინებენ

15-08-2018

სტიქიის შედეგად რუსთავის გზატკეცილის მე-15 კილომეტრზე დაზარალებულ მოსახლეობას დროებით თავშესაფარს ატოვებინებენ. 

 

დაზარალებულების თქმით, წვიმის შედეგად დაზიანებულ სახლებში ამ ეტაპზე ცხოვრება შეუძლებელია და ისინი დახმარებას კვლავ მუნიციპალიტეტს სთხოვენ.

 

  „გვითხრეს, არ გვაქვს სახსრები, რომ  სასტუმროს ხარჯები გადაგიხადოთო და თუ გინდათ, თქვენი კომპენსაციიდან დაგიქვითავთო. ჯერ მოგვცემენ თუ არა ამ კომპენსაციას, ისიც არ ვიცით. ეზო მაინც გაგვისუფთაონ“-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

 

 გარდაბნის მერის თქმით კი დაზარალებულ მოქალაქეებს შესაბამისი დახმარება უკვე გაეწიათ.

 

 „ყველა ოჯახს, რომელსაც ესაჭირეობოდა დახმარება, უკვე გაეწია მუნიციპალიტეტის მხრიდან და ახლა მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ სახლებში“-განაცხადა გარდაბნის მერმა.

 

შგახსენებთ,  22 ივლისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად   რუსთავის გზატკეცილის მე-15 კილომეტრზე მცხოვრები მოსახლეობის  ეზოები და სახლების პირველი სართულები დაიტბორა და ოთხი ოჯახი ამ დრომდე  რუსთავის ერთ-ერთ სასტუმროში აფარებს თავს.