30-05-2023
„ერთია, რომ საუბრობდნენ, რუსეთი რამენაირად იზოლაციაში მოვაქციოთო და სინამდვილეში, რუსეთთან ურთიერთობით დახურულ კარს მიღმა ყველა ქვეყანა საკუთარ სარგებელს ნახულობს. თურმე საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის იზოლაციაში მომქცევი, რაც სინამდვილეში, საქართველოს აქეთ მოაქცევდა იზოლაციაში და გახდიდა მათხოვრად, რომ კვარტლიდან კვარტლამდე იქნებ რამე გრანტი გადმოერიცხათ“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა და ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, საქართველო მოწინავეა და ევროკავშირის წევრ გარკვეულ ქვეყნებს უსწრებს, რაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რადგან მან პირდაპირ განაცხადა, რომ არანაირად ჩაჯდებოდა იმ პოლიტკონიუნქტურაში, რომელიც თითქოსდა სრულ იზოლაციაში აქცევდა რუსეთს, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ რუსეთი ევროკავშირისგან დღიურად 700 მილიონ ევრომდე შემოსავალს იღებს.
ამან შედეგი მოიტანა ის, რომ არარეალური, უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური მოგება ნახა ქვეყანამ. დღეს, თუნდაც საერთაშორისო შეფასებებს რომ გადავხედოთ, საქართველო მოწინავეა და მთელ ევროპას თუ არა, ევროკავშირის წევრ გარკვეულ ქვეყნებს უსწრებს - ახლო აღმოსავლეთში პირველია, რეგიონში პირველია და აზიის არაერთ ქვეყანას უსწრებს. ეს მოიტანა იმან, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ არანაირად ჩაჯდებოდა იმ პოლიტკონიუნქტურაში, რომელიც თითქოსდა სრულ იზოლაციაში აქცევდა რუსეთს, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ დღიურად 700 მილიონ ევრომდე შემოსავალს იღებს რუსეთი ევროკავშირისგან. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს წლიური ეკონომიკური მოგება, რაც რუსეთისგან აქვს, იგივეა, რასაც რუსეთი ოთხ დღეში იღებს ევროკავშირისგან. ამავდროულად, როცა საუბრობდნენ, რომ თითქოს რუსეთისგან ნავთობპროდუქტებს არ მიიღებდნენ - ევროკავშირი მაინც იღებს მას გადამუშავებული სახით მესამე ქვეყნებიდან; ასევე, დღემდე მიეწოდებათ ბუნებრივი აირი რუსეთიდან, თან უკრაინის გავლით და ა.შ. ამ ორმაგი სტანდარტის პოლიტკონიუნქტურაში არ ჩაჯდა საქართველო.
ანუ, ერთია, რომ საუბრობდნენ, რუსეთი რამენაირად იზოლაციაში მოვაქციოთო და სინამდვილეში, რუსეთთან ურთიერთობით დახურულ კარს მიღმა ყველა ქვეყანა საკუთარ სარგებელს ნახულობს და თურმე საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის იზოლაციაში მომქცევი, რაც სინამდვილეში, საქართველოს აქეთ მოაქცევდა იზოლაციაში და გახდიდა მათხოვრად, რომ კვარტლიდან კვარტლამდე იქნებ რამე გრანტი გადმოერიცხათ. სწორედ ამ ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა პრემიერმა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.