გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით ქართველიშვილი: ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს“ - „ციტატა ეკუთვნის NATO-ს წევრი ქვეყნის შს მინისტრს

30-05-2023

„ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა. მან სულეიმან სოილუს საკმაოდ თამამი განცხადების ციტირებამდე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თურქეთი გახლავთ NATO-ს წევრი და EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა.


„Говорит Анкара!“ საინტერესო ციტატა მინდა, მოვიყვანო თურქეთში გამარჯვებული პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგიდან. ციტატა ეკუთვნის NATO-ს წევრი და EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს. ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს. მომდევნო 5 წლის განმავლობაში თურქეთს ასეთი შესაძლებლობა პირველად გაუჩნდა. ჩვენ პირველად გამოვიჭირეთ დასავლეთი სუსტ მდგომარეობაში. პირველად დავიჭირეთ ამერიკა ასეთ მდგომარეობაში. პირველად 100 წლის განმავლობაში ჩვენ ისინი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დავიჭირეთ. ალაჰის ნებითა და წყალობით, ჩვენ ახლა ყველაზე ძლიერ პერიოდში ვართ ბოლო 300 წლის განმავლობაში. ხვალინდელი დღე, დემოკრატიის ძალით, ხალხის ძალაუფლებით, იქნება გარდამტეხი მომენტი დასავლური ძალების ჩაგვრისა და მათი ბოროტი საქმეებისაგან მსოფლიოს გადარჩენაში,“ - წერს დავით ქართველიშვილი.