30-05-2023
12 პუნქტიან გეგმაში, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია და ამ თვალსაზრისით 12 პუნქტს პირდაპირ უკავშირდება და ასრულებს ეს საკანონმდებლო ინიციატივა ამ შემთხვევაში, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო თავიდან ბოლომდე ოპოზიციის ჩართულობა, მონაწილეობა და ინტერესი საზოგადოდ ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან მიმართებაში“-ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს კარგად წარმოაჩენს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ოპოზიციას ევრორეკომენდაციების შესრულებასთან მიმართებაში აქვს.
„სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდია თავისთავად მნიშვნელობა და ღირებულება ამ საკანონმდებლო აქტის, რომელსაც ვიღებთ ახლა , რადგან თავისი შინაარსით ეს არის კანონპროექტი, რომელიც წლებია ელოდება დღის სინათლეს და მათ შორის ძირითადი მოტივი, რის გამოც იცვლება დღეს მოქმედი კანონი ამ ახლით გახლავთ ის, რომ ევროპული რეკომენდაციების არა, ევროპული დირექტივის მოთხოვნები შესრულდეს, რომელიც მსხვილი ნაწილია ასოციების შეთანხმების და ასოციების დღის წესრიგის.
მიუხედავად იმისა რომ ასეთი დიდია ამ დოკუმენტიის მნიშვნელობა, რასაც ასევე ზრდის ის გარემოებაც, რომ მაგალითად 12 პუნქტიან გეგმაში, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია და ამ თვალსაზრისით 12 პუნქტს პირდაპირ უკავშირდება და ასრულებს ეს საკანონმდებლო ინიციატივა ამ შემთხვევაში, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო თავიდან ბოლომდე ოპოზიციის ჩართულობა მონაწილეობა და ინტერესი საზოგადოდ ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან მიმართებაში.
ეს კარგად წარმოაჩენს ჩემი აზრით იმ დამოკიდებულებას რომელიც ზოგადად ოპოზიციას სამწუხაროდ აქვს, მათ შორის ევრორეკომენდაციების შესრულების და ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებაში“.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიდი მნიშვნელობის და მოცულობის საკანონდებლო რეგულაციების მიუხედავად, სამწუხაროდ ოპოზიციის ყურადღების მიქცევა ვერ შეძლეს.
„თუ რამეზე ხელის მოთბობის უნარი არ აქვთ და პოტენციალი არ აქვთ ასეთ შემთხვვაში მათთვის საკითხი, მიუხედავად იმისა რომ ეს შეიძლება გასაკუთრებული მნიშვნელობის და ინტერესის საგანი იყოს, მათთვის ეს საინტერესო არ ხდება. არადა ეს არის ძალიან საინტერესო, დაწყებული ისეთი საკითხის მოწესრიგებით, როგორიც არის მესიჯების ავტომატურად მოსვლა, არ მოსვლა, დამთავრებული მაგალითად უსაფრთხოების საკითხებით, მათ შორის მონაცემთა ბაზებისა. მიუხედავად ამ დიდი მნიშვნელობის და დიდი მოცულობის საკანონდებლო რეგულაციების, სამწუხაროდ ოპოზციის ყურადღება ვერაფრით ვერ მივიქციეთ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.