გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

15-08-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყალტუბოში, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს  (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი პროექტების მონიტორინგს იმერეთის რეგიონში განაგრძობს. გიორგი შენგელია ამჯერად წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა.

წლის ბოლოდან, წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის გამწმენდ ნაგებობას, რომლის მეშვეობითაც მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებოთ 8.8 მილიონ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს  (SIDA) გრანტია.

ათეული წლის განმავლობაში, ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მრავალწლიან პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.