შაბათი, მაისი 31, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი კობახიძე: ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად არ ამბობს, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით და გარეთ

31-05-2023

ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად არ ამბობს, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, გუშინ პრემიერ-მინისტრმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, დღეს კი იგივეს ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.


„გუშინ თუ ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, დღეს იგივეს ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. პირველად არ ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი იმას, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე გახსოვთ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა ასეთი სიტყვები, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ნატო-ზეც კი აღარ არის საუბარი. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინას რუსეთი თავს დაესხა ევროპული მისწრაფებების გამო, გუშინ იგივე თქვა ღარიბაშვილმა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.