გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ურსულა ფონ დერ ლაიენი: პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი

31-05-2023

პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, - ამის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავას უსაფრთხოების ფირუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არის ბრძოლა ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ, ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეის წინააღმდეგ. პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ეს უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის - დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, საკუთარი ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებისთვის. აი, ამისთვის იბრძვის უკრაინა და ამის ჩახშობა სურს პრეზიდენტ პუტინს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ამავე ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება.


„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.


ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნატოს გაფართოების პერსპექტივაა, მსოფლიო ლიდერები მუდმივად საუბრობენ.